გთავაზობთ ერთ ერთი დაზარებულის მიერ დაწერილ ინფორმაციას
ხალხო ამ ქვეყანაში მართლა ასეთი სიბნელეა?!
3 დღის წინ მომდის მესიჯი ბანკისგან რომ თქვენი ანგარიშები დაყადაღებულია და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მობრძანდეთო. მივბრძანდი, მომახსენეს რომ ძვირფასმა ct-park-მა დააყადაღა თქვენი ანგარიშებიო.
დავრეკე მათთან, მითხრეს რომ 25 თებერვალს დაუწერიათ ჯარიმა და დაუტოვიათ საქარე მინაზე, მე ეს ჯარიმა არ მინახავს. შემდეგ ორჯერ მიუტანიათ სახლში და დედაჩემს უარი განუცხადებია ჯარიმის მიღებაზე, თურმე ასეთი კანონი არსებობს რომ თუ ორჯერ ოჯახისწევრი განაცხადებს უარს ჯარიმის ჩაბარებაზე, ეს ჯარიმა მაინც ჩაბარებულად ითვლება. ჯერ ერთი ეს რა კანონია, იქნებ ის ფოსტალიონი ჩემი მტერია და იტყუება, ან დაეზარა მიტანა და იტყუება, ან ყრუა და იტყუება! ესე ჰაერზე რაღაცეების გადაწყვეტა ვის მოუვიდა აზრად! მაგრამ ეს ყველაფერი ჯანდაბას, ყველაზე საიტნერესო ისაა რომ ეს ჯარიმა მიიტანეს იქ სადაც მე იურიდიულად არ ვარ ჩაწერილი. 25 თებერვალს დაიწერა ჯარიმა, 10 მარტს მე შევიცვალე იურიდიული მისამართი, 25 მაისს მათ ეს ჯარიმა მოიტანეს ჩემს ძველ მისამართზე, სადაც მე არ ვცხოვრობდი, ადამიანმა ლოგიკურად განუცხადა უარი ჯარიმის ჩაბარებაზე, რადგან ეს მის ოჯახის წევრს არ ეხებოდა. ესენი ადგნენ და დამაკისრეს საურავი, და ბოლოს დამადეს ყადაღა, რის შესახებაც ჩემთვის ბოლოს გახდა ცნობილი, ერთერთ "უფასო იურიდიულ კონსულტაცია"-ში დავრეკე და რამის 5000 ლარი დამისვა თავის მომსახურება, თუ გიღირს ამდენის გადახდა მაშინ დაწერე საჩივარი, თუარადა გადაიხადეო ყადაღის საფასურიო, სულ ფეხებზე ეკიდა სამართალი ფული ფულიო გაიძახოდა, იურისტი ესე არ უნდა საუბრობდეს მგონი ავდექი და გავუთიშე მაგას ტელეფონი. მერე სხვაგან დავრეკე, იქაც რავიცი როგორ დაამტკიცებო რაღაც უაზრობები დამიწყეს და დავანებე თავი. გთხოვთ თუ ვინმეს რამე რეალურად გაგეგებათ ამ საკითხში დაწერეთ როგორ შეიძლება მოვიქცე. ფულზე არაა საუბარი, დიდი თანხა არაა 200 ლარამდეა მთლიანად გადასახადი და მომიხსნიან ამ ყადაღას, ნებისმიერ წამს შემიძლია გადავიხადო, უბრალოდ რა უსამართლობაა ეს ყველაფერი, მაგაზე მეშლება ნერვები და არმინდა რო ესე შერჩეთ! გთხოვთ უაზრო კომენტარები არ დაწეროთ, თუ მართლა რაიმე სასარგებლო შეგიძლიათ მითხრათ დიდად მადლობელი ვიქნები!

No comments:
Post a Comment