Monday, August 31, 2015

გთავაზობთ ერთ ერთი დაზარებულის მიერ დაწერილ ინფორმაციას

ხალხო ამ ქვეყანაში მართლა ასეთი სიბნელეა?! 
3 დღის წინ მომდის მესიჯი ბანკისგან რომ თქვენი ანგარიშები დაყადაღებულია და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მობრძანდეთო. მივბრძანდი, მომახსენეს რომ ძვირფასმა ct-park-მა დააყადაღა თქვენი ანგარიშებიო. 
დავრეკე მათთან, მითხრეს რომ 25 თებერვალს დაუწერიათ ჯარიმა და დაუტოვიათ საქარე მინაზე, მე ეს ჯარიმა არ მინახავს. შემდეგ ორჯერ მიუტანიათ სახლში და დედაჩემს უარი განუცხადებია ჯარიმის მიღებაზე, თურმე ასეთი კანონი არსებობს რომ თუ ორჯერ ოჯახისწევრი განაცხადებს უარს ჯარიმის ჩაბარებაზე, ეს ჯარიმა მაინც ჩაბარებულად ითვლება. ჯერ ერთი ეს რა კანონია, იქნებ ის ფოსტალიონი ჩემი მტერია და იტყუება, ან დაეზარა მიტანა და იტყუება, ან ყრუა და იტყუება! ესე ჰაერზე რაღაცეების გადაწყვეტა ვის მოუვიდა აზრად! მაგრამ ეს ყველაფერი ჯანდაბას, ყველაზე საიტნერესო ისაა რომ ეს ჯარიმა მიიტანეს იქ სადაც მე იურიდიულად არ ვარ ჩაწერილი. 25 თებერვალს დაიწერა ჯარიმა, 10 მარტს მე შევიცვალე იურიდიული მისამართი, 25 მაისს მათ ეს ჯარიმა მოიტანეს ჩემს ძველ მისამართზე, სადაც მე არ ვცხოვრობდი, ადამიანმა ლოგიკურად განუცხადა უარი ჯარიმის ჩაბარებაზე, რადგან ეს მის ოჯახის წევრს არ ეხებოდა. ესენი ადგნენ და დამაკისრეს საურავი, და ბოლოს დამადეს ყადაღა, რის შესახებაც ჩემთვის ბოლოს გახდა ცნობილი, ერთერთ "უფასო იურიდიულ კონსულტაცია"-ში დავრეკე და რამის 5000 ლარი დამისვა თავის მომსახურება, თუ გიღირს ამდენის გადახდა მაშინ დაწერე საჩივარი, თუარადა გადაიხადეო ყადაღის საფასურიო, სულ ფეხებზე ეკიდა სამართალი ფული ფულიო გაიძახოდა, იურისტი ესე არ უნდა საუბრობდეს მგონი ავდექი და გავუთიშე მაგას ტელეფონი. მერე სხვაგან დავრეკე, იქაც რავიცი როგორ დაამტკიცებო რაღაც უაზრობები დამიწყეს და დავანებე თავი. გთხოვთ თუ ვინმეს რამე რეალურად გაგეგებათ ამ საკითხში დაწერეთ როგორ შეიძლება მოვიქცე. ფულზე არაა საუბარი, დიდი თანხა არაა 200 ლარამდეა მთლიანად გადასახადი და მომიხსნიან ამ ყადაღას, ნებისმიერ წამს შემიძლია გადავიხადო, უბრალოდ რა უსამართლობაა ეს ყველაფერი, მაგაზე მეშლება ნერვები და არმინდა რო ესე შერჩეთ! გთხოვთ უაზრო კომენტარები არ დაწეროთ, თუ მართლა რაიმე სასარგებლო შეგიძლიათ მითხრათ დიდად მადლობელი ვიქნები!

Thursday, August 27, 2015

რატომ არ უნდა იყოს ct-park-ი თბილისში

რატომ არ უნდა იყოს ct-park-ი თბილისში

როდესაც ერთ კომპანიას აქვს ამხელა ძალაუფლება, როდესაც არ არის არანაირი კონკურენცია ამ სფეროში, კომპანია ფაქტიურას საერთოდ უგულებელყოს მომხმარებლის ინტერესს

1. საფასურს იმაში რომ გზის პირას ხაზები გაავლოს კომპანიამ არ უნდა ვიხდიდეთ მოსახლეობა რადგან იმაზე მეტს გვახდეინებს სახელმწიფო გადასახადებს ვიდრე უნდა იყოს დღევანდელი სოცლიალური ფონიდან და საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე
2. ჯარიმის ვერ გადახდის, გადავიწყების შემთხვევაში 15 ჯერ არ უნდა იზრდებოდეს გადასახადი, 150 ლარი 10ლარის ნაცვლად იმ პირობებში როდესაც ადამიანების უმეტესობას საწვავის ფულის გამოზოგვა უწევს თვიდან თვემდე
3. კომუნიკაცია საზოგადოებასთან - ფაქტიურად საერთოდ არ განიხილავს და არ აინტერესბს აღნიშნულ კომპანიას საზოგადოების აზრი, იმ ადამინების აზრი ვინც ფულს უხდის და არსებობის საშვალებას აძლევს
4. მომსახურება - როდესაც ადამინს აქვს გარკვეული პრობლემა რომლის მოსაგვარებლადაც ცდილობს დაკავშირებას კომპანიასთან, ფაქტიურად ეს შეუძლებელია საკუთარი მაგალითით შემიძლია გითხრათ რომ დაახლოებით 40 წთ ის განმავლობაში ვცდილობდი დავკავშირებოდი ct-park-ის ადმინისტრაცია
5. ადგილზე მომსახურება - თავად მივედი კანდელაკზე მათ ოფისში და იმის ნაცვლად რომ დაინტერესდეს კომპანია ჩემი პრეტენზიით, თუ თხოვნით, თუ გაჭირვებით მარტივ პასუხს გიბრუნებთ "თუ რამე არ მოგწონთ მიმართეთ სასამართლოს"

ჩემი აზრით აღნიშნული კომპანია დაკავებულია მხოლოდ ჯარიმების წერით და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოებრივ აზრს, რაც ნამდვილად გახდება მიზეზი ct-park -ის  გაუქმების ან  გაფორმებული ხელშეკრულები გადახედვის მიზეზი

საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ დგომის გამო ადამინს რომელსაც პარკირება არ აქვს შეძენილი არ უნდა აჯარიმებდეს ct-park-ი

დაჯარიმება უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ ავტომობილებს რომლებიც არღვევენ ყველანაირ დგომის წესებს

ct-park ის წინააღმდეგ

ct-park ის წინააღმდეგ


კომპანია რომელიც დღეს კანონიერად ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებს, კომპანია რომელიც მილიონებს იღებს და ვითომ აწესრიგებს მოძრაობას და მოძრაობის წესებს, კომანია რომელიც მხოლოდ იმას გპასუხობს, რომ თუ რამე არ მოგწონს მიმართეთ სასამართლოს, კომპანიას რომელსაც არშეუძლია მოგემსახუროს ზრდილობიანად, გაითვალისწონოს მოხმარებლის მდგომარეობა, პრობლემის თავისებურება და მიუდგეს პრობლემას მომხმარებლის ინტერესით.

თითოეული ჩვენთაგანი ვუხდით თანხას ct-park-ს შესაბამისად უნდა მივიღოთ მომსახურება, ვიხდით ჩვენი ჯიბიდან ფულს რომლითაც არსებობს და სანაცვლოდ რას ვიღებთ, მომსახურებაც კი არ გააჩნიათ, პასუხისმგებლობასაც კი არ გრძლობენ!

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმის თანხას ზრდის 15 ჯერ, ეს პირდაპირ ქურდობაა, ადამიანს თუ ერთითვის მანძილზე იმის გადახდის საშვალება არ აქვს 10 ლარის და უზრდი 150 ლარამდე მას გადაიხდის? თუ შემთხვევა მოხდა და გადაავიწყდა გამოეპარა ადამიანები ვართ და ვერ შეძლო გადახდა ამისათვის ახდევინებს 15 ჯერ მეტს ეს ნორმანულია? რათქმაუნდა არაა ნორმანული!

თითოეულ მანქანაზე, დარეგისტირებულია ტელეფონის ნომერი, ელ ფოსტა, იმ თანხის სანაცვლოდ რასაც ჩვენ ვუხდით კომპანიას განა ვალდებულები არ არიან ინფორმაცია მოგვაწოდონ? სმს, იმეილის საშვალებით განა ამდენს არ ვიმსახურებთ?

ძალიან ბევრი დეტალია რომელზედაც დროდა დრო ვისაუბრებ, მაგრამ რაც მთავარია მე ბრძოლას ვიწყებ მათ წინააღმდეგ.

ct-partk არ უნდა იყოს მონოპოლისტი და კანონიერად არ უნდა ატყავებდეს მძღოლებს!

მხოლოდ ჯარიმის დაწერაზე ორიენტირებული რომ არიან და სხვა არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ! ტელეფონზედაც ვერ დაუკავშირდებით!